კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ
საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებების დასაცავად , საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა.
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რომლის შესრულებაც დამსაქმებლებისთვის სავალდებულოა.
კანონის თანახმად, ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს.
ამიტომ, დამსაქმებელი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში დაარეგისტრიროს ის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის.
დამსაქმებელი, ასევე, ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან მისი გაგრძელების თაობაზე.
კანონის მონიტორინგს „სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს“.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს:
https://labourmigration.moh.gov.ge/
www.smgroup.ge