ერთად დავნერგოთ ჰასპი (HACCP)
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი პარტნიორებს სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის დანერგვასა და მასთან დაკავშირებულ ყველა რელევანტური საკითხის კონსულტირებას სთავაზობს. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, ბიზნესოპერატორები შეძლებენ პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილებას და მზად იქნებიან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.
რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა – HACCP და რატომ აქვთ მისი დანერგვის ვალდებულება სურსათის მწარმოებლებს?
საქართველოს მთავრობის №173 დადგენილების მიხედვით, საქართველოში მოქმედ სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, უკვე დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპების შესაბამისად.
რა არის HACCP და რატომ არის საჭირო მისი დანერგვა ბიზნესში?
HACCP წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ყველაზე ოპტიმალურ სისტემას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ყველა პოტენციური საფრთხე, მოხდეს დაკვირვება სურსათის წარმოების, გადამუშავების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე. საბოლოო ჯამში, HACCP-ის მიზანია, მინიმალური დანახარჯებითა და ადამიანური რესურსის გამოყენებით მივიღოთ უსაფრთხო პროდუქტი.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა სურსათის მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა დაიცვან საკუთარი ბიზნესი, წარმოებული პროდუქტი და მათი მომხმარებლები საკვები პროდუქტების მიღებით გამოწვეული დაავადებებისაგან.
HACCP სისტემა აღიარებულია, როგორც ერთადერთი ყველაზე შედეგიანი გზა, საფრთხეების აღმოსაფხვრელად, შესამცირებლად და გასაკონტროლებლად, სურსათის შეგროვების ან გადამუშავების ნებისმიერ ეტაპზე. მისი წარმატებით შესრულება მოითხოვს ბიზნესოპერატორის მიერ მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას.
ჰასპის სტანდარტის დანერგვით ბიზნესოპერატორი მიიღებს შემდეგ სარგებელს:
- ხარჯების შეუმცირება;
- ნაკლებად დაბინძურებული პროდუქტი და მისი პრევენცია;
- გაყიდვების და ექსპორტის ზრდას;
- მომხმარებელთა უსაფრთხოება;
რა პერიოდი სჭირდება ჰასპის დანერგვას ობიექტზე?
HACCP-ის სისტემის სრულად დანერგვის სავარაუდო პერიოდად უნდა გავითვალისწინოთ 2-დან 6 თვემდე.
სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:
- ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებას სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP);
- შედეგების ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის და რეკომენდაციების მომზადება საბაზისო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.
- სამუშაო ჯგუფის მომზადება და სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) შემუშავება, დოკუმენტირებული პროცედურების, ინსტრუქციების, სამუშაო ფორმების შედგენას;
- შემუშავებული სისტემის შეთანხმება, დასამტკიცებლად მომზადება და ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებში ინტეგრირება;
- სამუშაო ჯგუფთან ერთად HACCP-ის სისტემის დანერგვის სამუშაოების ჩატარება ობიექტზე;
- ორგანიზაციის მზადყოფნის შეფასების მიზნით HACCP-ის შიდა აუდიტის ჩატარება ყველა ობიექტზე, შიდა აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა დამკვეთისთვის, შედეგების ინტერპრეტაცია;
- სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოძახების სიმულაციური ტესტის ჩატარება და საბოლოო შეფასება.
- სისტემის სრულად დანერგვის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს ბიზნესს ჰყავდეს ე.წ პასუხისმგებელი პირი, რომელიც განახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს და დარწმუნდება სისტემის გამართულ მუშაობაში. ეს პასუხისმგებელი პირი უნდა ფლობდეს შესაბამის კვალიფიკაციას და ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგები.
საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა – HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP). სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.
საქართველოში HACCP-ის სისტემის დანერგვა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ვრცელდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესოპერატორებზე. რეგულაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ხორციელდება.