SMG -მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GIPA – ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ-თან “

გვსურს სიხარულით გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე – გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GIPA – ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ-თან “![]()
რას მოიცავს ჩვენი თანამშრომლობა?
სტუდენტების პრაქტიკული განვითარება: 𝐆𝐈𝐏𝐀-ს უმაღლესი პროფესიული პროგრამის – „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას 𝐒𝐌𝐆-ის ობიექტებსა და ლოკაციებზე გაივლიან, სადაც მიიღებენ რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება: 𝐒𝐌𝐆-ის გუნდის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად მათთვის შემუშავებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ისარგებლონ ფასდაკლებებით 𝐆𝐈𝐏𝐀-ს სასერტიფიკატო პროგრამებზე.
პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ წარჩინებული სტუდენტები კომპანიაში დასაქმდებიან.
გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება და რეალური პრაქტიკა წარმატებული კარიერის საწინდარია.
