ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, 69-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია წელიწადში რამდენჯერმე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, სამუშაო გარემოში მიკროკლიმატის გაზომვები ჩაატაროს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაზომვა დაკალიბრებული ხელსაწყოების გამოყენებით ჩატარდეს.
ფიზიკურ ფაქტორებს განეკუთვნება:
· მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, გამოსხივება);
· განათება;
· ხმაური;
· ვიბრაცია;
· მტვერი;
განვიხილოთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა
1. მიკროკლიმატი
სამუშაო ადგილზე აუცილებელია ტემპერატურა 18-დან 30 გრადუსს შეადგენდეს. მუშაობის პროცესში გამოყენებულმა ელექტრო მოწყობილობებმა ზედმეტი სიმხურვალე არ უნდა გამოსცეს, რადგან როგორც ძალიან დაბალ, ისე ძალიან მაღალ ტემპერატურას შეუძლია გამოიწვიოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
ტენიანობის დონე 30-70%-ის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. ჰაერის მოძრაობის სიჩქარის მისაღები დონე 0.15მ/წ-0.2 მ/წ შეადგენდეს.
გამოსხივება – რადიაციის დონე ისეთ უმნიშვნელო მაჩვენებლებამდე უნდა იქნას დაყვანილი, რომელიც გამორიცხავს დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას.
2. განათება
მნიშვნელოვანია, სამუშაო გარემოს განათება 300-700 ლუქსს არ სცდებოდეს. მონიტორსა და მის უკან არსებულ ფონს შორის საკმარისი კონტრასტი უნდა იქმნებოდეს. სამუშაო ადგილები კი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სინათლის წყაროებმა (მაგალითად: ფანჯრები და სხვა ღიობები, გამჭირვალე ან სინათლის გამტარი ტიხრები და ხასხასა ფერების მქონე ნათურები ან კედლები) არ წარმოქმნას მონიტორზე პირდაპირი სიკაშკაშე და ანარეკლები.
ფანჯრებიდან რეგულირდებოდეს სინათლის სხივი შესაბამისი დამფარავით და რეგულირებადი მოწყობილობებით.
3. ხმაური
აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანები იმყოფებიან მაღალი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ, სმენის აპარატი ზიანდება. სმენის ორგანოს მექანიზმი გადასცემს ბგერებს გარე ყურთან შუა ყურის გავლით შიდა ყურს. მაღალი ხმაურის ზემოქმედება კი იწვევს სწორედ აღნიშნული სენსორების დაზიანებას, რაც შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. ხმაურის ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი ეფექტები:
●გადაჭარბებული ხმაურის შედეგად სმენის შეგრძნებების დროებითი შემცირება;
●ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვა;
●ტინიტუსი – რეკვის ხმები ყურებში, რომელიც გამოწვეულია გადაჭარბებული ხმაურის მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად და შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი;
●ფონური ხმაურის შედეგად სხვა ხმების, როგორიცაა განგაში, ავტოტრანსპორტის ხმები და საუბრის ვერ გაგება.
სამუშაო ადგილზე დასაშვები ხმაურის დონე 60 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, რათა ხმაურმა არ გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა და საუბრისთვის ხელის შეშლა.
რისკების შეფასების საფუძველზე კომპანია ახდენს სამუშაო ადგილზე ხმაურის პარამეტრის გაზომვას, აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს:
· ხმაურის წყაროს აღმოფხვრა;
· ჩანაცვლება ნაკლები ხმაურის მქონე წყაროთი;
· სამუშაო მეთოდის შეცვლა;
· ხმაურის წყაროს-დანადგარებისა და იარაღების დროული რემონტი;
· იზოლირება;
· ზემოქმედების დროის შემცირება შესვენებების ან როტაციის გზით;
· ინდივიდუალური დაცვის საშულებები (ხმაურმხშობი);
4. ვიბრაცია
ადამიანზე ზემოქმედების მიხედვით, ვიბრაცია იყოფა ორ კატეგორიად:
1. ლოკალური ვიბრაცია – გადაეცემა ადამიანს ხელებიდან; მას შეუძლია გამოიწვიოს ვიბრაციის ეფექტი, რომელიც გამოიხატება:
· ხელის თითებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად მათ გათეთრებაში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს განგრენა;
· ნერვების დაზიანებაში, რომელსაც ახლავს შეგრძნებების დაკარგვა ხელებში;
· კუნთების სისუსტე;
· სახსრების დაზიანებაში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სახსრების ადგილებში ძვლების არანორმალური ზრდა;
2. საერთო ვიბრაცია – ადამიანის სხეულს საყრდენი ზედაპირიდან გადაეცემა.
ვიბრაციის კონტროლისთვის შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს.
ესენია:
· ვიბრაციის წყაროს აღმოფხვრა და ჩანაცვლება ნაკლები ვიბრაციის მქონე წყაროთი;
· სამუშაო მეთოდის შეცვლა;
· დანადგარებისა და იარაღების დროული რემონტი;
· ვიბრაციის იზოლაცია ენერგიის მშთანთქმელი ანტივიბრაციული მოწყობილობების გამოყენებით; (მაიზოლირებელი შეფუთვა, მაიზოლირებელი ხალიჩა);
· ზემოქმედების დროის შემცირება შესვენებების ან როტაციის გზით;
· ინდივიდუალური დაცვის საშულებები (მაიზოლირებელი ხელთათმანი);
5. მტვერი – სამუშაო ადგილას შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის მტვერი, რომელიც მავნე ზემოქმედებას ახდენს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე როგორიცაა:
· ფილტვის დაავადებები;
· სასუნთქი გზების დაზიანება;
· მხედველობითი ორგანოების დაზიანება;
აუცილებელია:
· სამუშაო სივრცის ხშირი ბუნებრივი განიავება;
· ეფექტური სავენტილაციო სისტემა;
· სავენტილაციო სისტემის ფილტრების გამოცვლა/წმენდა/მონიტორინგი;
· დალაგება-დასუფთავების სამუშაოების განხორციელდება არასამუშაო საათებში;
· სამუშაო ადგილის მოწესრიგება სველი წესით;
· არქივში მუშაობისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (სპეციალური რესპირატორები);
არაგეგმური სარემონტო სამუშაოების დროს, სამუშაო ადგილი უნდა იყოს იზოლირებული პირველადი მტვრის წარმოქმნის ადგილიდან და მეორადი მტვრისგან უნდა ხდებოდეს სამუშაო სივრცის დალაგება-დასუფთავება არასამუშაო საათებში.
სამუშაო სივრცეში ფიზიკური ფაქტორების გაზომვების პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:
SMG-ის გუნდის გამოცდილი სპეციალისტები ნებისმიერი ტიპის ფართზე საჭირო ოდენობის წერტილების განსაზღვრით მონაცემებს შეაგროვებენ, შემდეგ მოახდენენ ანალიზს, ხოლო ბოლო ეტაპზე გაზომვების ანგარიშის სრულ სურათს მოგიმზადებენ. ჩვენი მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს მასშტაბით.
#ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის!