აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე – https://smgroup.ge/. ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით ამ პოლიტიკის შინაარსი და ეთანხმებით მათ.
თუ არ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, ამის შესახებ შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე info@smgroup.ge.
ჩვენს მიერ მონაცემების შეგროვება ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით/ავტორიზაციას გადიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვმართავთ რაიმე მომსახურების მიღების მიზნით, იქნება ეს სატელეფონო, ელ. ფოსტის, ჩვენი ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის თუ წერილებითი ფორმით.
ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე info@smgroup.ge გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.
თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასეთი შეთხვევა შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის წვდომის დაშვება. ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემა შეიძლება მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში, რა დროსაც კომპანიის სამართალმემკვიდრე მოიპოვებს პირად ინფორმაციაზე წვდომას, თუმცა მასაც იგივე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა ამ პირად მონაცემებთან დაკავშირებით, რაც გაგვაჩნდა ჩვენ, ცვლილებების განხორციელებამდე.
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენზე ინფორმაციის მიღება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და შესყიდვის ან/და მომსახურებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს SMG-ს საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისის გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.