𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟏 იანვრიდან სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.
საქართველოს მთავრობის ახალი №135 დადგენილების მიხედვით ცვლილება ვრცელდება სამუშაო მოწყობილობებზე, რომელიც განთავსებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას რისკი.
რეგლამენტი არეგულირებს სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებას, როგორც დასაქმებულების, ისე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისთვის.
რას ეხება?
იგი მოიცავს ვრცელ სპექტრს, კერძოდ:
სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებს: მოძრავი მოწყობილობა, ჩანგლიანი დამტვირთველი, თვითმავალი მოწყობილობა, ტვირთამწე მოწყობილობა, ტვირთამწე სტაციონარული მოწყობილობა, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი მოწყობილობა, სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა;
კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ სამუშაო მოწყობილობები შეესაბამებოდეს შესასრულებელ სამუშაოს და იყოს უსაფრთხო, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისთვის.
რეგლამენტი არეგულირებს სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებას, როგორც დასაქმებულების, ისე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისთვის.
SMG – შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი გთავაზობთ:
- ახალი რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას
- სამუშაო მოწყობილობების შეფასებასა და სერტიფიცირებას
- პასუხისმგებელი პირების სწავლებას
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას
- რისკების შეფასებას და მართვის სისტემის დანერგვას
- პერიოდული შემოწმებების ჩატარებას
ჩვენი გამოცდილი ექსპერტები დაგეხმარებიან გადასვლის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლაში და კანონმდებლობის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
