შრომის უსაფრთხოება მრეწველობაში
მრეწველობის სფეროში შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რადგან ამ დარგში მომუშავე პირები ყოველდღიურად მთელი რიგი პოტენციური საფრთხეების წინაშე დგანან.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2009 წლის შემდგომი პერიოდიდან, მრეწველობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობის გრაფიკი (2013-2014 და 2019 წლების უნმიშვნელო დაღმავალი ცვლილებების გარდა) ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი პოტენციური დაშავების ალბათობაც მატულობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების სფერო და მისი დაცვის ნორმები მოცემულ დარგში მეტ ყურადღებას საჭიროებს.

შრომის ინსპექციის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვითაც, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგები სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების მიხედვით ტოპ 5 სექტორში შედიან. 2019-2023 წლების განმავლობაში დამამუშავებელ მრეწველობაში დაშავების 234, ხოლო გარდაცვალების 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამთომოპოვებით მრეწველობაში კი 156 დაშავების და 10 გარდაცვალების, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება და შესაბამისი კანონების, დადგენილებებისა და ნორმატიული აქტების დაცვა. ეს ყველაფერი უბედური შემთხვევების, ტრავმებსა და დაავადებებთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდების საშუალებას მოგვცემს.
SMG მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი ყოველთვის მზადაა უსაფრთხოების დარგში რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ უბედური შემთხვევების თავიდან აცილება და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.