SMG – 7 წელი ქართულ ბაზარზე: როგორ ვაქციეთ უსაფრთხოება ყოველდღიურობად
2019 წელს, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ, ბიზნესსექტორისთვის ახალი ეტაპი დაიწყო. ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ბიზნესოპერატორს შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ვალდებულება დაეკისრა. მიდგომა, რომელიც თავდაპირველად ბევრისთვის ბუნდოვან მარეგულირებელ გამოწვევად აღიქმებოდა, დღეს წამყვანი კომპანიების წარმატებისა და მდგრადობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
დროთა განმავლობაში გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაუმართავი სამუშაო გარემო ბიზნესს გაცილებით ძვირი უჯდება როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად. სწორედ ამიტომ, კომპანიების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ისეთ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რომელიც მათ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვასა და მართვაში პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს.
SMG, შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფი, დღეს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის 2019 წელს დაარსდა და დღეს უკვე 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის ნდობით სარგებლობს. კომპანიის დირექტორი, ლევან ნიკოლაძე, Entrepreneur Georgia-სთან კომპანიის განვითარების, გამოწვევებით სავსე და წარმატებულ შვიდწლიან გზას აჯამებს.
“ჩვენმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში ასობით კომპანიასთან ერთად დაამტკიცა, რომ შრომის უსაფრთხოება ხარჯი კი არა, ადამიანურ კაპიტალსა და ბიზნესის უწყვეტობაში განხორციელებული ინვესტიციაა. დღეს, შვიდი წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შრომის უსაფრთხოება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სამართლებრივ ვალდებულებებს და თანამედროვე, პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვისა და ლიდერობის ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. ჩვენი პარტნიორები დღეს გაცილებით მეტად არიან ორიენტირებულნი არა ჯარიმების თავიდან აცილებაზე, არამედ რისკების პრევენციაზე”, — ამბობს ლევან ნიკოლაძე.
რა სერვისებით გამოირჩევა SMG ქართულ ბაზარზე?
თავდაპირველად SMG შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანიად შეიქმნა, თუმცა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღეს პარტნიორებს მხარდაჭერას ბიზნესისათვის ძირითადი მიმართულებით სთავაზობს:
- შრომის უსაფრთხოება და შრომის პირობების დაცვა — ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, რისკების მართვა და დასაქმებულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა.
- სურსათის უვნებლობის სისტემა — ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებით, რომლებიც კომპანიებს HACCP-ის სისტემის დანერგვაში, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასა და საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაში ეხმარებიან.
ამ მიმართულებების გარდა, კომპანიას აქვს ყველა ის მომსახურება, რომელიც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მათ შორისაა: საევაკუაციო გეგმების შედგენა, ცეცხლმაქრების ტიპებისა და რაოდენობის განსაზღვრა და მიწოდება, სამშენებლო დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი, დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის მომსახურება, ფიზიკური ფაქტორების (ტენიანობა, ხმაური, დამტვერიანება, განათება და სხვა) აზომვა, მათი ზღვრული ნორმების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი სერვისები.

როგორც ანტრეპრენერი, როგორ უყურებთ უსაფრთხოებას ლიდერობის პერსპექტივიდან?
ლიდერობა ჩემთვის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ნულოვანი კრიტიკული ინციდენტი იმ ობიექტებზე, სადაც SMG-ის სისტემებია დანერგილი.
კომპანიაში მიზნად დავისახეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული საფრთხეების შემცირება, რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი პრევენცია.
რა არის კომპანიის მთავარი მიღწევა?
განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ უსაფრთხოების კულტურა ორგანიზაციაში ზემოდან ქვემოთ ყალიბდება. თუ კომპანიის დამფუძნებელს ან დირექტორს უსაფრთხოების მნიშვნელობა გაცნობიერებული არ აქვს, ეს დამოკიდებულება ვერც მენეჯერებამდე და ვერც თანამშრომლებამდე მივა.
SMG-ის წარმატების საფუძველი მხოლოდ პარტნიორებისთვის მიწოდებული მომსახურება არ არის. ჩვენ თავად ვართ იმ სტანდარტების მაგალითი, რომლებსაც სხვებს ვთავაზობთ.
კომპანიაში უსაფრთხოების, ხარისხისა და შესაბამისობის კულტურა ყოველდღიურ საქმიანობაშია დანერგილი, ხოლო თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს ამ მიმართულებების მნიშვნელობას და საკუთარ პასუხისმგებლობას.
სწორედ ამ ღირებულებებსა და მიდგომებზე დაყრდნობით SMG-ში შექმნილია სამუშაო გარემო, სადაც პროფესიონალიზმი, ურთიერთპატივისცემა, გუნდური თანამშრომლობა და მუდმივი განვითარება ყოველდღიური კულტურის ნაწილია. გვჯერა, რომ სწორედ ძლიერი გუნდი და ჯანსაღი სამუშაო გარემო არის იმ წარმატების საფუძველი, რომელსაც უკვე შვიდი წელია ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით.
ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყეა ასობით პარტნიორი კომპანია, რომლებთანაც ნულოვანი კრიტიკული ინციდენტის შედეგს მივაღწიეთ.
2025 წელი კი SMG-ისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, გავხსენით რეგიონული ფილიალი დასავლეთ საქართველოში, შევქმენით გარე გაყიდვების გუნდი და კიდევ უფრო გავაფართოვეთ სერვისების სპექტრი.
მადლობა თითოეულ პარტნიორს, რომელმაც ამ შვიდი წლის განმავლობაში გვანდო ყველაზე მნიშვნელოვანი — ადამიანების უსაფრთხოება.
როგორია კომპანია SMG-ის სამომავლო გეგმები?
როგორც დარგის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენი მისია უცვლელია – დავეხმაროთ კომპანიებს, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები, შექმნან უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო და ორიენტირებული იყვნენ გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე.
ამასთან, აქტიურად ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის. ჩვენი მიზანია რეგიონებში საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება. ვმუშაობთ ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, სპეციფიკურ მიმართულებებში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ.
ასევე ვგეგმავთ ბაზარზე ტექნიკური ინვენტარის შემოტანას, რაც ჩვენს პარტნიორებს დამატებით კომფორტსა და ოპერატიულ მომსახურებას შესთავაზებს.
ჩვენი კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.smgroup.ge.
აირჩიეთ SMG — თქვენი ბიზნესის სანდო პარტნიორი!
