ქალები შრომის უსაფრთხოების სფეროში
|
შრომის უსაფრთხოების სფეროში ქალების ჩართულობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, სტაბილურად იზრდება, რაც გამოწვეულია სამუშაო ძალაში მათი მზარდი მონაწილეობით, ლიდერის როლების ამაღლებით და უსაფრთხო სამუშაო პირობების ადვოკატირებით. ჯერ კიდევ ათეული წლის წინ, შრომის უსაფრთხოების სფერო საზოგადოების უმრავლესობისთვის, მამაკაცების პროფესიად აღიქმებოდა. დღეს ეს შეხედულება შეიცვალა და შრომის უსაფრთხოების სფეროს მიმართ ქალების ინტერესი გაიზარდა.
SMG-ის შრომის უსაფრთხოების ქალი სპეციალისტები, კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან ჰყავს და მათ განვითარებაზე უწყვეტად ზრუნავს.
გაგაცნობთ ჩვენი გუნდის შრომის უსაფრთხოების ქალ სპეციალისტებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვასა და განვითარებაში.
ინგა რობაქიძე- 3 წელია SMG-ის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია.
ჩვენს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს პოპულარიზაციის შემდეგ ინგა დარგით დაინტერესდა, სტომატოლოგის პროფესიაზე უარი თქვა, პროფესიულ კოლეჯში 2 წლიანი კურსი გაიარა და კომპანიაში დასაქმების დღიდან პარტნიორ ობიექტებს შრომის უსაფრთხოების სისტემის წარმატებით დანერგვაში ეხმარება.
,,წლების წინ დამსაქმებლები ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას დასაქმებულების ჯანმრთელობას სამუშაო სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე შრომის უსაფრთხოების შესწავლა. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეხება ადამიანის სიცოცხლეს და შრომისუნარიანობას. სამწუხაროდ, საქართველოში არ აქცევენ შრომის უსაფრთხოების დიდ ყურადღებას და ვერ იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შეიძლება სამუშო სივრცეში შრომის უსაფრთხოების არქონის გამო მრავალი უბედური შემთხვევა მოჰყვეს. ამიტომ აუცილებელია ყველგან იყოს დანერგილი რომ თავიდან ავიცილოთ პროფესიული დაავადებები და უბედური შემთხვევები“- ამბობს ინგა რობაქიძე.
ინგას მიაჩნია, რომ ქალბატონებს დიდი როლი აქვთ ამ დარგის განვითარებაში. ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ქალებს ეფექტური წვდომა ჰქონდეთ იმ პროგრამებზე, კურსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიის განვითარებას.
ნინო მეზვრიშვილი- SMG-შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფში კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობს.
,,შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს სწრაფად განვითარებად და ზრდად სფეროს , ამიტომ გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინდა და შემდეგ სამუშაოც მეპოვნა ამ განხრით რადგან ვიცოდი რომ შევიძენდი პროფესიას, რომელიც მომცემდა არამხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებას.
სამწუხაროდ, ბევრს დღესაც არ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებულების უსაფრთხოება და შრომის უსაფრთხოებას აღიქვამენ მხოლოდ როგორც კანონმდებლობრივ მოვალეობად, რაც ბევრ წინააღმდეგობას ქმნის. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური სისტემა დაინერგება, როცა არამხოლოდ შრომის უსაფრთოების სპეციალისტები გამოავლენენ მოტივირებულობას დასაქმებულების უსაფრთხოებისთავის, არამედ დამსაქმებლებიც. რადგან შრომის უსაფრთხოება ტრადიციულად მამაკაცების პროფესიად აღიქმებოდა, ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათაც შეუძლიათ ამ სფეროში თავიანთი კარიერის განვითარება. ვფიქრობ, როგორც ქალს არ გამჭირვებია ამ სფეროში ფეხის მოკიდება და არანაირი წინააღმდეგობები არ შეგიშლის ხელს ის საქმე აკეთო რაც მოგწონს“-ამბობს ნინო მეზვრიშვილი
მარიამ ბოლქვაძე- SMG-ის სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელია Buckswood school/ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის, გელოვანის ფილიალში.
,,როგორც იცით შრომის უსაფრთხოების სფეროს დიდი ხანია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უდიდესი მნიშვნელობა ექცევა და თუ ეს საკითხი ტრადიციულად მნიშველოვანი ვიწრო სეგმენტებში იყო, მაგალიდათ ნავთობის ან ქიმიური წარმოების სფეროები, დღეს უკვე ყველა ინდუსტრიაში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა. მკაცრდება სტანდარტები და მოთხოვნები, რაც კომპანიების მხრიდანაც მეტ აქტივობას და ჩართულობას მოითხოვს.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, საქართველოშიც შრომის უსაფრთხოების სფერო ვითარდება ძალიან დინამიურად და მეც გადავწყვიტე ამ პერსპექტიული და საინტერესო საქმით დავკავებულიყავი. დავამთავრე პროფესიული სასწავლებელი და სერტიფიცირების შემდეგ, მალევე დავსაქმდი SMG-ში. აქ მომეცა საშუალება პირველივე დღიდან ჩავრთულიყავი ამ გამოწვევბით სავსე საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ძალიან მეამაყება, რომ დიდი გამოცდილების გუნდის დახმარებით წარმატებულად ვართმევ თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობებს“-ამბობს მარიამ ბოლქვაძე.
მარიამს მიაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვა კერძო სექტორის მდგრადობასა და წარმატებას უზრუნველყოფს. დარგის უფრო მეტად განვითარებისთვის კი თვლის, რომ საჭიროა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა როგორც დამსაქმებლებისათვის, ასევე დასაქმებულებისთვისაც.
ქალთა ჩართულობა შრომის უსაფრთხოებაში გადამწყვეტია ახლაც და მომავალშიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად. მათი უნიკალური პერსპექტივები, ლიდერობა და გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუშაო ადგილის უსაფრთხოების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.
SMG ქალების ჩართულობას შრომის უსაფრთხოების სფეროში ყოველთვის მხარს დაუჭერს და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.