,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი
2024 წლის 1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებულია დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ამავე წლის 1 ივნისიდან კი კანონი ძალაში შევა და სავალდებულო გახდება. იმ კომპანიებს, რომლებსაც არ ეყოლებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალური ინსპექტორი, დაუწესდებათ სანქციები.
#SMG გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კვალიფიციური ოფიცრის მომსახურებას, რაც თავიდან აგაცილებთ ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს.
მომსახურება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
პერსონალური მონაცემების მართვის სტრატეგიული დოკუმენტის/ინსტრუქციის მომზადებას;
ტრენინგის ჩატარებას პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე;
პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების სამართლებრივ აუდიტს;
პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვისთვის აუცილებელი, შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შექმნას;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას;
პრაქტიკის დანერგვას ობიექტზე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავება საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს
რა სარგებელი ექნებათ რიგით მოქალაქეებს კანონის ამოქმედების შემდეგ ?
დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი მექანიზმები.
კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება?
კანონის თანახმად, ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება ეკისრებათ საჯარო დაწესებულებებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საკრედიტო ბიუროებს, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სამედიცინო დაწესებულებებს, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და დამუშავებაზე უფლებამოსილ იმ პირებს, რომლებიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებენ მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით.
სერვისის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ SMG-შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გუნდს.
577 20 87 87