რატომ არის აუცილებელი შრომითი უფლებების დაცვა თქვენი ბიზნესისთვის?
რატომ არის აუცილებელი შრომითი უფლებების დაცვა თქვენი ბიზნესისთვის?
დღევანდელ დინამიურ ბიზნეს გარემოში, შრომითი უფლებების სრულყოფილად დაცვა არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ თქვენი კომპანიას სტაბილურობისა და რეპუტაციის ქვაკუთხედიც არის. შრომის ინსპექციის შემოწმებების შედეგად გამოვლენილმა დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- გაფრთხილებები და ჯარიმები
- სამუშაო პროცესის შეჩერება
- რეპუტაციის შელახვა
კომპანიამ შრომის პირობების დაცვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზით უნდა გაითვალისწინოს — ეს ეხება არა მხოლოდ კანონმდებლობას, არამედ ბიზნესის გრძელვადიან წარმატებასაც. ესენია:
1.იურიდიული ვალდებულება
შრომის კანონი კომპანიებს ავალდებულებს უზრუნველყონ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. კანონის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ჯარიმები
- სასამართლო დავები
- საქმიანობის შეჩერება
2.თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
უსაფრთხო სამუშაო პირობები ამცირებს უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებებისა და სტრესის რისკს. ჯანმრთელი თანამშრომელი უფრო პროდუქტიული და მოტივირებულია.
3.პროდუქტიულობის ზრდა
სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოში დასაქმებულები უკეთ მუშაობენ. სტაბილური პირობები კი ზრდის ხარისხს და ამცირებს შეცდომებს
4.პერსონალის შენარჩუნება და მოტივაცია
კარგი სამუშაო პირობები აძლიერებს თანამშრომლის ერთგულებას. როცა დასაქმებული გრძნობს რომ კომპანია მასზე ზრუნავს, ნაკლები შანსია მისი სამსახურიდან წასვლის. კადრების ხშირი ცვლა კი კომპანიას ძვირი უჯდება — გადამზადება, შერჩევა, დროის დაკარგვა
5.კომპანიის რეპუტაცია
შრომითი სტანდარტების დაცვა ქმნის კომპანიისადმი ნდობას — როგორც თანამშრომლების, ისე პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან. ცუდი რეპუტაცია კი მყისიერად აისახება გაყიდვებსა და თანამშრომლების მოზიდვაზე.
კომპანია, რომელიც ზრუნავს თანამშრომლებზე, უფრო მიმზიდველია:
- კლიენტებისთვის
- პარტნიორებისთვის
ინვესტორებისთვის
რას გთავაზობთ SMG?
- დოკუმენტების სრული ანალიზი – არსებული ხელშეკრულებებისა და რეგლამენტების შემოწმება
- შაბლონების მოდიფიცირება – კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
- იურიდიული კონსულტაციები – შრომითი უფლებების ყველა საკითხზე
- რისკების პრევენცია – პრობლემების წინასწარ აღმოჩენა და გადაწყვეტა
- ტრენინგები – თქვენი გუნდისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება
- წარმომადგენლობა – ადმინისტრაციულ ორგანოებში თქვენი ინტერესების დაცვა
ჩვენი კვალიფიციური იურისტები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებას შრომითი უფლებების მართვის სისტემის დანერგვის პროცესში.
