გარე გაყიდვების აგენტი
„შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი და პოტენციური კლიენტებისათვის სერვისის ადგილზე შეთავაზება;
- შერჩეულ ლოკაციებზე გამოკითხვის ჩატარება და პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა;
- კომპანიებისთვის შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული მომსახურების სრულყოფილად გაცნობა;
- პოტენციური კლიენტებისთვის სხვა სერვისების სრულყოფილად გაცნობა და შეთავაზება;
- სერვისებისშესახებ ინფორმაციის დეტალური ცოდნა;
- შეხვედრების დაგეგმვა;
- კლიენტების ბაზის გაზრდა;
- გეგმის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
- სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office – ის პროგრამების და საძიებო სისტემების მოხმარების ცოდნა/გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- მიზანდასახული;
- შედეგზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს;
- კარიერულ ზრდას;
- ულიმიტო სატელეფონო პაკეტს;
- უფასო სამგზავრო აბონემენტს;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი – 10:00-18:00;
ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა;
სამთვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: info@smgroup.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “გარე გაყიდვების აგენტი”.
გისურვებთ წარმატებას!