შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა
გახდი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდი ნებისმიერი სპეციფიკის კომპანიაში.
#SMG ის სასწავლო ცენტრი იწყებს წინასწარ რეგისტრაციას.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- 3 თვე.
- 230 საათი.
თეორიული ნაწილი – 133 საათი.
პრაქტიკული ნაწილი – 97 საათი.
პროგრამის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ SMG ის აკრედიტებული სერთიფიკატი.
ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ცნობიერება და სფეროს შევმატოთ კვალიფიციური სპეციალისტები და მენეჯერები.
სწავლების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებთ:
- კომპანიაში Შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას;
- დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად;
- შრომის ინსპექციასთან კომუნიკაციას;
- პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას; სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვას;
- სიმაღლეზე მუშაობის მონიტორინგს და კონტროლს;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესებს;
- რისკების შეფასებას.
- ინსპექტირების განხორციელებას.
- რეკომენდაციების მომზადებას.
- სახელმწიფო გამოცდისთვის მომზადებას;
პროგრამის თემები:
- შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
- საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა
- საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
- სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
- საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
- პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
- ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
- ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
- ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
- საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
- გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
- გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- ტვირთის გადატანა
- სიმაღლეზე მუშაობა
- აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
- შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას
- შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში
წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შანსი გახდნენ #SMG-ის გუნდის წევრები და დასაქმდნენ გამოცდის ჩაბარებისთანავე. ასევე, სასწავლო ცენტრი ყველა გამორჩეულ სტუდენტს გაუწევს რეკომენდაციას სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების გავლის მიზნით.
სწავლის საფასური – 1500 ლარი.
სტუდენტებისთვის – 1125 ლარი. მოქმედებს 25% იანი ფასდაკლება.
დარეგისტრირდი მითითებულ ლინკზე და გახდით სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის კურსდამთავრებული.
მისამართი: სანაპიროს 6. https://goo.gl/maps/s6RDuW59ZHptpcVn7
577 20 87 87;
sales@smgroup.ge;