რას ითვალისწინებს სამუშაო სივრცეში ტვირთის ხელით აწევა-გადატანის სპეციალური რეგლამენტი?
სამუშაო სივრცეში ნებისმიერი განსახორციელებელი მოქმედება შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და იქ მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს. სწორედ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, დამტკიცდა კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი ,,ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“.
რეგლამენტის მიხედვით, იქ, სადაც აუცილებელია ტვირთის ხელით აწევა, დამსაქმებელი უკვე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები:
.მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს განსაზღვრული ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისად;
. მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;
. სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
ასევე, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთათვის დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება.
რეგლამენტის შესახებ ვრცლად გაეცანით მითითებულ ბმულზე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5795140?publication=0
SMG- შრომის უსაფრთხოების ჯგუფი კუთვნილ სამუშაო სივრცეში სრული პასუხისმგებლობით გაუწევს მონიტორინგს, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული ტვირთის ხელით აწევის დროს წარმოქმნილი რისკ-ფაქტორები.