რატომ არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას?
სამუშაო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენება სამუშაო ობიექტზე აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო.
√ დაცულია თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე
√ იზრდება კომპანიაში დასაქმებულთა პროდუქტიულობა
√ კომპანიის დადებითი რეპუტაცია და წარმატება იზრდება
2025 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი “სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ”.
რეგლამენტი ადგენს სამუშაო ტექნიკასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც საწარმოო პროცესში სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს იყენებს.
ცვლილება ითვალისწინებს:
- სამუშაო ინსტრუმენტების შერჩევისას დამსაქმებლის მიერ სპეციფიკური სამუშაო პირობების, სამუშაო მოწყობილობის მახასიათებლების, საწარმოში არსებული და სხვა დამატებითი საფრთხეების შეფასებას
- სამუშაო დანადგარის ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასა და მისი გამოყენება ქარხანა დამამზადებლის პასპორტში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად.
- სამუშაო მოწყობილობების დამონტაჟებას, განლაგებასა და გამოყენებას იმ ფორმით, რომ გამოირიცხოს, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამუშაო ტექნიკიდან გამომდინარე საფრთხეები, როგორც თანამშრომელთა, ასევე – სამუშაო არეალში მყოფ სხვა ადამიანთა მიმართ.
ახალი რეგლამენტი შრომის ინსპექციის სამსახურმა და დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს.
გვახსოვდეს-უსაფრთხოების წესების დაცვა არ არის მხოლოდ ფორმალობა, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა ყველა თანამშრომლის და დამსაქმებლის. ამ წესების დაცვა კი ქმნის უფრო ჯანსაღ, უსაფრთხო და პროდუქტიულ გარემოს ყველასთვის!
SMG მზადაა დაეხმაროს მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნესს შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით, რათა თქვენი სამუშაო გარემო სრულად შეესაბამებოდეს ახალ კანონმდებლობას და სტანდარტებს.
