როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ელექტრო ხელსაწყოები სწორად?
ყველა ადამიანს აქვს უფლება მუშაობდეს უსაფრთხო გარემოში და ეს დამსაქმებელმა უპირობოდ უნდა უზრუნველყოს. როდესაც სამუშაო სივრცეში მომუშავე პიროვნებას სჭირდება ხელსაწყოები, მათი სწორი გამოყენება აუცილებელი პირობაა დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
სტატიაში გაეცნობით რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ელექტრო ხელსაწყოები გამოიყენოთ სწორად და უსაფრთხოდ.
ხელსაწყოების და მათ შორის, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენებაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- მომუშავე პერსონალი იყენებს იდს -ს (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები) სამუშაო სპეციფიკის შესაბამისად.
- ყოველი გამოყენების წინ უნდა მოხდეს ხელსაწყოების დათვალიერება ვიზუალურ დეფექტებზე.
- დასაქმებულს გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სწავლება.
ელექტრო ინსტრუმენტებს გააჩნიათ კვების სხვადასხვა წყაროები,მაგ:
- ელექტრო • პნევმატური • თხევადი საწვავი • ჰიდრავლიკური ელექტრო ინსტრუმენტი .
ელექტრო ხელსაწყოები-სადენებთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები
სამუშაო სივრცეში, სადაც სადენებია განლაგებული, დასაქმებულის ელექტრო შოკისგან დასაცავად, ელექტრო ინსტრუმენტი აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი იზოლირებით ან ინსტრუმენტში უნდა გამოიყენებოდეს დაბალვოლტიანი იზოლირებული ტრანსფორმატორი. ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი:
- არ გადაიტანოთ ინსტრუმენტი სადენის მეშვეობით;
- არ გამოიყენოთ ელექტრო სადენები ინსტრუმენტის ასაწევად ან დასაშვებად;
- არ გაჭიმოთ კაბელი ინსტრუმენტის დენის წყაროდან ჩასახსნელად;
- ინსტრუმენტის კაბელი განათავსეთ სითბოს წყაროდან,ზეთისგან და საგნების მკვეთრი კიდეებისგან მოშორებით
უსაფრთხოდ მუშაობისთვის- დ ა ვ ი მ ა ხ ს ო ვ რ ო თ
- სამუშაო ადგილები კარგად უნდა იყოს განათებული და სიმშრალე შენარჩუნებული;
- არ იმუშაოთ ელექტრო ინსტრუმენტებით ფეთქებად გარემოში;
- არ იმუშაოთ ელექტრო ინსტრუმენტებით წვიმის დროს ღია სივრცეში;
- მყარად დაიჭირეთ ხელსაწყო ორივე ხელით და ყოველთვის გამოიყენეთ გვერდითი სახელურები;
- ხელები მოარიდეთ მბრუნავ ნაწილებს და არ დატოვოთ ჩართული ხელსაწყო უყურადღებოდ;
- სამუშაოების დასრულებისთანავე არ შეეხოთ ხელით ინსტრუმენტის სამუშაო ნაწილს, რადგან ისინი შეიძლება იყოს ცხელი და გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
ვიზრუნოთ ერთად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!
