
საევაკუაციო გეგმა და პროექტირება
ჩვენ გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის შემუშავებას, რომელიც ტექნიკური რეგლამენტით – ,,სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ’’ 370-ე დადგენილებით განისაზღვრება.
გეგმა შენობის ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა განთავსდეს. მისი შედგენა სავალდებულოა:
- სამუშაო სივრცეში, სადაც 10 და მეტი ადამიანი მუშაობს;
- შენობებში, სადაც მუდმივად იმყოფებიან შშმ პირები;
- ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე;
საევაკუაციო გეგმა – ეს არის ძირითადი დოკუმენტი, სადაც მითითებულია საევაკუაციო გზები და გასასვლელები, დადგენილია საგანგებო სიტუაციის დროს ობიექტზე მოსამსახურე პერსონალის მოქმედების წესი, ნაჩვენებია სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა, ხანძრის დროს მოქცევის წესები და დამატებითი ნიშნები. SMG თეორიულ სწავლებასთან ერთად ადგილზე ჩაატარებს თანამშრომლებისთვის საგანგებო სიტუაციებში მოქცევის პრაქტიკულ სწავლებასაც.
მისამართი
ჟიული შარტავას ქუჩა N33, მე-2 სართული, 0160, თბილისი