Skip to content
cropped logo smg video.png

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და ძირითადი პროცედურები

 

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი საქმიანობისა.

ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგინერგავთ შრომის უსაფრთხოების სისტემას. ძირითადი პროცედურები ასეთია:

  • კომპეტენტური პირის გამოყოფა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში.
  • სამუშაო სივრცეში იმ რისკებისა და საფრთხეების განსაზღვრა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
  • თანამშრომელთა ინფორმირება შრომის უსაფრთხოების ძირითად საკითხებსა და საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმებზე.
  • სამუშაო ინვენტარის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი მათ სწორად გამოყენებაზე.
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად შერჩევა, რათა თანამშრომლებმა თავი დაიცვან ფიზიკური, ქიმიური, ელექტრო, ბიოლოგიური და მექანიკური საფრთხეებისგან.

მისამართი

ჟიული შარტავას ქუჩა N33, მე-2 სართული, 0160, თბილისი

+995 595 567 143
info@smgroup.ge

გაყიდვების დეპარტამენტი

sales@smgroup.ge
+995 595 567 147
+995 577 208 787