რატომ არის შრომის უსაფრთხოების მომსახურება ყველა ორგანიზაციისთვის აუცილებელი?
თანამედროვე გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებამ ორგანიზაციების დღის წესრიგში დააყენა დასაქმებულთა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების საკითხები. ყოველ წელს უამრავი უბედური შემთხვევა ფიქსირდება სამუშაო ადგილებზე (განსაკუთრებით, სამშენებლო სექტორში). ბუნებრივია, ამგვარი მოვლენები მორალურ პრობლემებთან ერთად, მატერიალურ სირთულებთანაცაა დაკავშირებული. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში – ბიზნესებს სჭირდებათ შრომის უსაფრთხოების მომსახურება.
ერთი შეხედვით, მენეჯერების გადმოსახედიდან ფული ტყუილად იხარჯება დამატებით უსაფრთხოებაში. უფრო მეტიც, საერთოდაც არ მიაჩნიათ საჭიროდ ზედმეტად აიტკივონ თავი დამატებითი იურიდიული პროცესების გავლით. მაგრამ , საკითხს თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ადვილად შევამჩნევთ ამგვარი მომსახურების აუცილებლობას.
კომპანია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს
იმისათვის, რომ რაიმე საგნის ან პროცესის მნიშვნელობა შევაფასოთ მოვლენები მის გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ. Მაგ: რა მოხდება (ან რა ხდება) თუ ყველა კომპანიამ უგულებელყო შრომის უსაფრთხოების ნორმები? Როგორ იმოქმედებს ეს ორგანიზაციის როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებულ პირებზე (ე.წ “stakeholders”) და ა.შ.
თუ სამშენებლო სექტორში არავინ დაიცავს წინასწარგანსაზღვრულ სამუშაო ნორმებს, ბუნებრივია გაიზრდება ფატალური შემთხვევების რისკი. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ადამიანურ მწუხარებასთან ერთად, ორგანიზაცია ფინანსურ ზარალსაც მიიღებს. კონკრეტულად კი მუშახელის ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემა, ბიზნეს ოპერაციების დროებით შეჩერება, ახალი კადრის მოძიება-აყვანაში ფულისა და დროის ხარჯვა და ა.შ.
ასეთ შემთხვევას პირდაპირ ხარჯებთან ერთად ირიბი უარყოფითი გავლენაც ექნება პროცესებზე. წარმოიდგინეთ, როგორ გააგრძელებს სხვა თანამშრომელი მუშაობას, როდესაც მის კოლეგას უბედურება შეემთხვა. ბუნებრივია, მისი შრომის პროდუქტიულობა დაეცემა, რაც შესაბამისად აისახება კომპანიის მომგებიანობაზე.
ამგვარად, მივიღეთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის ეფექტიანობასა და ეფექტურობასთან. მათ გარეშე მუშაობა იწვევს ფსიქოლოგიური, მატერიალური და დროითი რესურსების ფლანგვას.
თუმცა, დაუცველ გარემოში ოპერირება მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას არ გულისხმობს. Ამასთან, ერთად მოიაზრება ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანებაც. ხშირად, ინვენტარი დაუდევარი და არაგონივრული გამოყენებით მარტივად ზიანდება. Რაც ფიქსირებული აქტივების ხარჯებს წარმოშობს. Შედეგად ფერხდება ოპერაციები, კლიენტები უკმაყოფილონი არიან და კომპანია კარგავს ფულს.
დაუდევრობით გამოწვეული საფრთხეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.Ზემოთ ხსენებულიდან კი გამომიდინარეობს ძალიან მარტივი დასკვნა: თუ ხართ ბიზნესის მფლობელი და არ გინდათ გაფლანგოთ კომპანიის ფული, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ HSE სერვისი – შრომის უსაფრთხოების კომპანია (სააგენტო).
შრომის უსაფრთხოების მომსახურების 11 სარგებელი
ამ სერვისის შესაფასებლად მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ მისი დადებითი მხარეები. Განვიხილოთ, რამდენიმე პუნქტი, რათა დავრწმუნდეთ თუ რატომ არის აუცილებელი ამ მომსახურებით სარგებლობა.
1 – ადამიანების სიცოცხლის დაცვა – თითოეული თანამშრომლის სიცოცხლეზე ზრუნვა კომპანიის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ეს არის ყველაზე პრიორიტეტული ნაწილი შრომითი ურთიერთობებისა. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, შეუძლებელია ორგანიზაციულ მიზნებზე საუბარი. ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი სწორედ ამას გულისხმობს.
2 – დასაქმებულის შრომისუნარიანობის ამაღლება – როდესაც დაქირავებული თავს დაცულად გრძნობს, ხვდება, რომ მენეჯმენტი მასზე ზრუნავს და თავს ორგანიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. ეს კი თავის მხრივ, შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში გამოიხატება. ამიტომ თუ გინდათ, თანამშრომლების ჩართულობის ხარისხი გაზარდოთ, ამაში შრომის უსაფრთხოების სერვისი დაგეხმარებათ.
3 – ფინანსური და დროითი რესურსების დაზოგვა – განვიხილეთ, თუ რა ხდება, როდესაც პერსონალის ჯანმრთელობა ზიანდება. კომპანიას უწევს კომპენსაციის გადახდა, ახალი ან დროებითი კადრის აყვანა და ა.შ. ეს პროცესი ბიზნესისთვის რეალობაში იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამგვარი შემთხვევები დროისა და ფულის არაგონივრულ ფლანგვას იწვევენ.
შესაძლოა იფიქროთ, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან სააგენტო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რეალურად მასზე უარის თქმას უფრო დიდი ზარალი მოაქვს ბიზნესისთვის. მაგ: ამერიკული კომპანია Bardsley Construction-ის სამშენებლო სივრცეში უამრავი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. Მენეჯმენტი მიხვდა, რომ ამ გზით უამრავი რესურსი ტყუილად იხარჯებოდა. ამიტომ გადაწყვიტა HSE (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა) სააგენტოსთან ეთანამშრომლა. შედეგად, დაუდევრობების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, გამოთავისუფლებული ფული კი უშუალოდ პროექტის განვითარებაში ჩაიდო.
4 – წარმატებული ბრენდინგი და ეფექტური CSR კამპანია – საზოგადოება აფასებს და ენდობა იმ ბიზნესს, რომელიც მას უფრთხილდება. თანამედროვე კონკურენციის პირობებში, სოციალური პასუხისმგებლობის აღება კომპანიის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობა (CSR – corporate social responsibility) კი შრომის, ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებიდან იღებს სათავეს. ამგვარად, კარგი რეპუტაციის შექმნაში შრომის უსაფრთხოების კომპანია დიდ როლს თამაშობს.
5 – პროდუქტის ხარისხი და გაყიდვები – რა კავშირია სამუშაო სივრცის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და გაყიდვების მაჩვენებელს შორის? – თუ წარმოების პროცესები, თანამშრომელთა ჯანმრთელობა, დანადგარების გამართული მუშაობა და მსგავსი ფაქტორები არ დაკმაყოფილდა, დიდი ალბათობით დაბალი ხარისხის პროდუქტი მივა მომხმარებლამდე. პროდუქტის ხარისხი კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. კომპანიას გაუჭირდება ცუდი ხარისხის პროდუქტის გაყიდვა. Შესაბამისად, ზემოთ ხსენებული შრომის უსაფრთხოების მომსახურება ნამდვილად ახდენს გავლენას გაყიდვების მაჩვენებელზე.
6 – ბიზნეს ოპერაციების ორგანიზებულობა – საინტერესოა, რატომ იყო ჰენრი ფორდის “კონვეიერის პრინციპი” წარმატებული? – ბუნებრივია, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა. Ამ მეთოდის მეშვეობით ჰენრი ფორდმა პროცესები კონტროლს დაუქვემდებარა. Ბიზნესში, როგორც მოგეხსენებათ, კონტროლი წარმატების აუცილებელი მექანიზმია. Ზემოთ ხსენებული სერვისი კი სწორედ ამას უზრუნველყოფს. Კომპანიებს თავიდან არიდებს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და აძლევს პროცესების დაგეგმვისა და მარტივად მართვის შესაძლებლობას.
7 – გარემოს დაცვა – კომპანიის საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ბუნებაზე. Ბევრ ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციებიც შემოიღეს გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის. Გარკვეული შეზღუდვები საქართველოშიც მოქმედებს. Ამიტომ ამ მოთხოვნებზე მორგება და სწორი გარემოს დაცვის პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.
8 – იურიდიული გართულებების თავიდან არიდება – ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. ამიტომ საჭიროა კომპანიას შეეძლოს იურიდიული მოთხოვნების ყოველდღიურ პროცესებში იმპლემენტირება. გასათვალისწინებელია, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდება საკანონმდებლო სისტემა კომპანიების მიმართ. მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მომზადება კი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.
Ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის შიგნით აყალიბებენ HSE სტრუქტურას. თუმცა ეს ყოველთვის ზედმეტი თავის ტკვილია ხოლმე მენეჯერებისთვის. გაცილებით კომფორტულია მიანდო საქმე გამოცდილ პროფესიონალებს.
9 – თაობა Z-ის შეხედულება – ბაზრის განვითარებასთან ერთაც ახალგაზრდა თაობა დამსაქმებლების მიმართ უფრო მეტად პრეტენზიული და მომთხოვნი გახდა. Ახალგაზრდა ნიჭიერი კადრები ეძებენ სამუშაო სივრცეს, სადაც მატერიალურ მოთხოვნილებებთან ერთად ე.წ. “Ჰიგიენური ფაქტორებსაც” (სამუშაო გარემო და პირობები) დაიკამყოფილებენ. მათ სურთ მუშაობის დროს დაცულად იგრძნონ თავი. Როდესაც მაღალკვალიფიციური კადრი კომპანიაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს ბუნებრივია გაუჩნდება სურვილი კონკურენტ კომპანიაში გადავიდეს. ეს კი მკვეთრად გაზრდის მუშახელის და კომპანიიდან ინტელექტის გადინების მაჩვენებლებს.
უფრო მეტიც, ახალგაზრდა თაობა არა მხოლოდ აკვირდება თუ რამდენად იცავს კომპანიას რეგულაციებს, არამედ თვითონაც სწავლობს მას. ბოლო პერიოდში, სულ უფრო პოპულარული გახდა შრომის უსაფრთხოების კურსი.
10 – ინვესტორებზე შთაბეჭდილების მოხდენა – ბევრი ინვესტორი კაპიტალის დაბანდებისას აფასებს თუ რამდენად პრობლემურია კომპანია. თუ მის ირგვლივ ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორც წესი ინვესტორები ფულის დაბანდებისგან თავს იკავებენ ხოლმე. გარე კაპიტალის გარეშე კი კოპორაციის განვითარება ძალიან რთულია.
11 – აბსენტიზმის მოგვარება – სამსახურის ხშირად გაცდენა კომპანიებისთვის მოუშუშებელი ჭრილობის მსგავსია. ადამიანური რესურსების მენეჯერები (HR) უამრავ ღონისძიებას ატარებენ აბსენტიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამაოდ. Ხშირი გაციება, გადაღლა, თავის ტკვილი და ა.შ დღევანდელი კორპორატიული გარემოსთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, როდესაც ეს სიმპტომებები ინტენსიურად იჩენს თავს, ეს უკვე საშიშია. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარების მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ ვიზრუნოთ თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და თავიდან ავირიდოთ ხშირი გაცდენები. სწორედ, აქ შემოდის შრომის უსაფრთხოების აუდიტი ასპარეზზე.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შრომის უსაფრთხოების სერვისი ნამდვილად მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის. Მისი უგულებელყოფა გაცილებით დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც ხშირად ქართულ რეალობაში მენეჯერები ვერ ხედავენ.
Სწორედ, ამიტომ ქართული შრომის უსაფრთხოების კომპანია SM Group გაძლევთ შესაძლებლობას უკეთესად მართოთ რესურსები, გაზარდოთ ეფექტიანობა და გააგრძელოთ საქმიანობა დაცულ გარემოში. Დამატებით კი მიიღოთ ის ბენეფიტები, რომლებიც უკვე დეტალურად განვიხილეთ.