შრომის უსაფრთხოება – სამუშაო გარემოს აუცილებელი სტანდარტი
შრომის უსაფრთხოება თანამედროვე განვითარებული ბაზრების აუცილებელი ატრიბუტია. ის, თუ როგორ იცავს ქვეყანა შრომის უსაფრთხოების ნორმებს, პირდაპირ გამოხატავს (უმეტეს შემთხვევაში) ამ სახელმწიფოს ბაზრის განვითარების დონეს. ზოგადად, განათლებით თუ ეკონომიკური კუთხით დაწინაურებულ სახელმწიფოებში მეტად იცავენ ადამიანის სამუშაო უფლებებს. ცდილობენ დაქირავებულს უსაფრთხო და დაცული გარემო შეუქმნან, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას მოახერხებს.
საინტერესოა რატომ აკეთებენ ამას? – ისინი კარგად იაზრებენ, რომ გარკვეული რეგულაციების უგულებელყოფა გაცილებით უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ამ წესების შესრულება. დაცული სამუშაო სივრცე არის პროგრამა მინიმუმი, რომელსაც წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიები უნდა ასრულებდნენ.
შეუძლებელია, თანამშრომლების დიდი ხნით შენარჩუნება, თუ მათი სიცოცხლე საფრთხეშია. როგორც კი წასვლის შანსი მიეცემათ ამას აუცილებლად გააკეთებენ. ამის მაგალითები კი უხვად გვაქვს პრაქტიკაში.
ალბათ, მარტივად დაასკვნით, რომ სამუშაო გარემოს უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გავიაზროთ თუ რა არის შრომის უსაფრთხოება და რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად მის შესახებ.
რა არის შრომის უსაფრთხოება?
ამ დისციპლინის ფუნდამენტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ჰქონდეს დაცული და ჯანსაღი სამუშაო პირობები. ის წარმოადგენს თანამშრომლის დაცვას პოტენციური დაზიანების ან უარყოფითი გავლენისგან, რომელიც მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ეს ახალგამომცხვარი თეორია თანდათან უფრო პოპულარული ხდება. წლიდან წლამდე უფრო მეტი ორგანიზაცია იაზრებს მის სარგებლობიანობას და აქტიურად ნერგავს პრაქტიკაში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) უამრავი ადამიანი იღუპება მუშაობისას იქნება ეს ინფექცია, უბედური შემთხვევა, პროფესიული დაავადებები, სტრესი და ა.შ. მათი სამუშაო სივრცეში პრევენციაა ამ თეორიის მიზანი.
საქართველოს კანონმდებლობა სწორედ ზემოთ ხსენებული საკითხების ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას გულისხმობს.
იურიდიულ ტერმინებს, რომ გავცდეთ იმისათვის, რომ დაქირავებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება სამუშაო გარემოშიც იყოს დაცული, სახელმწიფომ შეიმუშავა გარკვეული წესები. ცხადია, ეს შეზღუდვები საერთაშორისო გამოცდილებასა და რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. მმართველმა ორგანომ ეს რეგულაციები კომპანიებისთვის სავალდებულო გახადა. შესაბამისად, მენეჯერმა სულ მცირე ამის გამო უნდა იცოდეს თუ შრომის უსაფრთხოების მომსახურება რატომაა მნიშვნელოვანი.
შრომის უსაფრთხოება ისტორია და აქტუალობა
ინდუსტრიული ბუმის პერიოდში მაღაროს მუშები ხშირად ავადდებოდნენ შახტებში. ინფექციებს თან ერთვოდა მიწისქვეშა უბედური შემთხვევები (მაგ: ე.წ „სამთო დარტყმა“, ხანძარი და ა.შ), რომლებიც კიდევ უფრო საშიშს ხდიდნენ მეშახტეების შრომას. მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს უსაფრთხო ნათურა. ის დაცული იყო გაზებთან შერევით აალებისგან, ამიტომ გაცილებით უსაფრთხო გახლდათ.
შახტებთან ერთად მანუფაქტურების განვითარებამ დამატებითი სამუშაო ინციდენტები გამოვლინა. გავრცელდა ვენტილაციის პრობლემებით გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადება. არანაკლებ იშვიათი იყო დაზგების მოქმედების შედეგად ფიზიკური დაზიანებების მიღება.
ამ ყველაფერს ემატება სარკინიგზო და აგრარული ფატალური შემთხვევები. მოკლედ, რომ ვთქვათ, მე-20 საუკუნის ჩათვლით ნაკლები ყურადღება ექცეოდა დასაქმებულთა სიცოცხლის დაცვას.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ (როგორც ეს „უსაფრთხო ნათურის“ გამოგონების შემთხვევაში იყო) შეამცირა დაღუპულთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ამან ჯერ კიდევ ვერ გადაჭრა პრობლემა. ვინაიდან ბიზნესის მფლობელები დიდ ყურადღებას არ იჩენდნენ მუშების მიმართ.
ძირეული ცვლილებები დაიწყო მუშების უფლებების გაზრდის შემდეგ. ამას მოჰყვა შორმითი უფლებების დამცველი ორგანიზაციებს გამოჩენაც. მაგ: ILO – საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში უკვე არსებობდა.
ადამიანის უფლებების განვითარებამ ეტაპობრივად მათი შრომის უფლებებით დაინტერესებაც გამოიწვია. 1970 წელს შეიქმნა შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აქტი, რომელმაც ჩამოაყალიბა სამუშაო რეგულაციებისა და დასაქმებულის უფლებების ფუნდამენტები. ის ეხებოდა ნებისმიერ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანს,შესაბამისად საყოველთაო ხასიათს ატარებდა.
მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდში შრომის უსაფრთხოება კიდევ უფრო პოპულარული გახდა. თანდათან მენეჯერებმაც გაიაზრეს, რომ დაცული გარემო კიდევ უფრო მომგებიანია მათთვის, მაგ: ყოველი უბედური შემთხვევების დროს დახარჯული 1 დოლარი, დამატებით საშუალოდ 4 დოლარის არაპირდაპირ დანახარჯებს იწვევს. ამ დროს თითქმის 10-ჯერ უფრო დიდი მოგებას იღებდა შრომის უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხიდან.
სწორედ, ამიტომ თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სტაბილურად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოება.
რატომ გახდა საჭირო სამუშაო უსაფრთხოების რეკომენდაციების კანონებად გამოცხადება?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, თუ რატომ იცავენ კომპანიები უსაფრთხოების ნორმებს სამუშაო სივრცეში. წესების შესრულების ვალდებულების 3 მოტივაცია არსებობს:
ეკონომიკური – დამქირავებელი იაზრებს ნორმების უგულებელყოფის ხარჯებს. შედეგად, ამის გამო იცავს უსაფრთხოების ნორმებს.
მორალური – დამსაქმებლის თვითშეგენებაზე დაფუძნებული. უბრალოდ, თვლის, რომ ადამიანი დაცული უნდა იყოს სამუშაო გარემოში.
იურიდიული – კანონი ავალდებულებს დამქირავებელს შეასრულოს მითითებული წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება.
უმეტეს შემთხვევაში ფინანსური და მორალური მოტივატორები არ არის საკმარისი. არის შემთხვევები, როდესაც ბიზნესის მფლობელისთვის გაცილებით მომგებიანია გარკვეული ნორმების დაცვა, ვიდრე მისი იგნორირება. მაგრამ ამას ვერ იაზრებს და არ შეუძლია შეაფასოს მისი სარგებლიანობა.
ორგანიზაციები (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) მარტივად ახერხებენ პირველი 2 დილემის გადალახვას. შედეგად, სახელმწიფოს რჩება ერთადერთი ბერკეტი მიიღოს სპეციალური კანონი, ამით კი გააკონტროლებს დასაქმებულის უფლებების დაცვას.
ამგვარად გავიაზრეთ რა არის შრომის უსაფრთხოება და რა მიზნებს ისახავს ის. ახლა კი განვიხილოთ რას ნიშნავს უსაფრთხო სამუშაო სისტემა და რისგან შედგება იგი.
შრომის უსაფრთხოების სისტემა – დაცული სამუშაო სივრცის გარანტი
ზემოთ ხსენებული ნორმების დაცვა გულისხმობს გარკვეული პროცესის შექმნას ორგანიზაციაში. ამისათვის ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს სისტემა, რომლის მიხედვითაც შეასრულებს სახელმწიფოს მოთხოვნებს. ეს სისტემა კომპანიებისთვის წარმოადგენს ერთგვარ შიდა სახელმძღვანელოს სამეწარმეო უსაფრთხოების სფეროში.
შრომის უსაფრთხოება მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
პოლიტიკა – არის წერილობითი დოკუმენტი. მასში ნათლადაა ასახული, რომ კომპანია თანახმაა აიღოს ვალდებულებები დასაქმებულის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში ნახსენები უნდა იყოს დაქირავებულის სწავლების ვალდებულება – დამსაქმებელმა თანამშრომლები გაარკვიოს უსაფრთხო სამუშაო ნორმებში და დაეხმაროს მათ იმპლემენტაციის პროცესში.
დაქირავებული მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის რეგულაციების შესახებ. მოცემული პოლიტიკა უფრო შორსაც მიდის და აცხადებს: დამქირავებელი ვალდებულია სამუშაოდან გარკვეული დრო ტრენინგებს დაუთმოს. ამ გზით მუშახელი უფრო ეფექტურად დაიცავს საკანონმდებლო მოთხოვნებს.
SM Group-ის შრომის უსაფრთხოების კურსი კი ეფექტურად დაატრენინგებს თქვენს თანამშრომლებს.
ორგანიზება – ერთია კანონი თავისი ტრენინგებით, მეორე კი მათი პროცესებად ქცევა. სწორედ, რეგულაციების თანმიმდევრულად განხორციელებას გულისხმობს ორგანიზება. ის, რაც პოლიტიკის ნაწილში გაიწერა უნდა განხორციელდეს ზედმიწევნით. ამ გზით განისაზღვრება შრომის უსაფრთხოების ნორმების ვალდებულებები მხარეებს შორის.
დაგეგმვა და იმპლემენტაცია – ეს დონე მოიცავს ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად გასატარებელ ღონისძიებებს. ამ დროს უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ კითხვას: როგორ შევქმნათ შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემა? .
აქვე, მენეჯმენტმა უნდა დასახოს მიზნები და შეადგინოს კრიტერიუმები, რომლის დახმარებითაც მომავალში პროცესების მონიტორინგს განახორციელებს.
ამ პერიოდშივე უნდა განისაზღვროს ვინ, როდის და რა უნდა აკეთოს სისტემის ფარგლებში. ბოლოს კი გამოიყოს შესაბამისი ადამიანური, ფინანსური თუ ტექნიკური კაპიტალი.
მონიტორინგი – შექმნილი სტრუქტურა მუდმივ კონტროლს საჭიროებს. ამისათვის მენეჯმენტმა უნდა გაიაზროს როგორ შეაფასებს სახელმწიფო მოთხოვნების პრაქტიკაში შესრულებას. მოცემული ელემენტი ერთგვარი შეფასების სისტემის შექმნასაც გულისხმობს დაქირავებულებსა და დამქირავებლებს შორის: რამდენად სწორად მიმდინარეობს მოვლენები, არის თუ არა რისკები იგნორირებული და ა.შ.
შემოწმება/აუდიტი – შრომის უსაფრთხოება წარმოუდგენელია გადამოწმების გარეშე. ამ გზით გამოვლინდება ხარვეზები, როგორც სისტემაში, ასევე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საკითხებში.
Smgroup-ის შრომის უსაფრთხოების აუდიტი სწორედ ხარვეზების მეთოდურად გამოვლენასა და აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. ამგვარდ ის დიდ როლს თამაშობს ნებისმიერი ორგანიზაციის შეუფერხებლად განვითარებაში.
არ დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ გამართული სტრუქტურა მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროებს.
ინდუსტრიებში გავრცელებული დარღვევები
შრომის უსაფრთხოება საფუძველშივე გულისხმობს რისკების დაზღვევას. კონკრეტულად კი სამუშაო ადგილზე მექანიკური, ეკოლოგიური, ქიმიური, ელექტრული და მსგავსი ინციდენტების პრევენციას. ამ ინციდენტებს შეუძლიათ უბედური შემთხვევების გამოწვევა, როგორებიცაა: მოტეხილობა, ინფექციის გავრცელება (მაგ: კოვიდ 19), ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ. სწორედ, ამ შედეგების თავიდან არიდება უნდა შეძლოს სპეციალისტმა.
თუმცა, მოსალოდნელ გართულებებთან ბრძოლისთვის საჭიროა სირთულეების იდენტიფიცირება.
სამუშაო გარემოში უბედური შემთხვევების მრავალი სახეობა გამოვლინდა. მათი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კომპანიებს აუცილებლად ესაჭიროებათ შრომის უსაფრთხოების სერვისი.
ზოგადი ფაქტები შრომასთან დაკავშირებული გავრცელებული საფრთხეების შესახებ:
- საშიში ქიმიური ნივთიერებები – ყოველწლიურად საშუალოდ 600,000 ადამიანი იღუპება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ნაერთებით. ამის მიზეზი ორგანიზაციაში შესაბამისი ტრენინგების არ არსებობაა.
- შრომითი პირობებით გამოწვეულ დაავადებას ყოველწლიურად 160 მილიონი ადამიანი მკურნალობს.
- შედარებით ასაკოვან ადამიანებში ფატალური ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები დაახლოებით 4-ჯერ ხშირია. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ადამიანის რეაქცია მოულოდნელობების მიმართ, ამიტომ შემთხვევების რაოდენობა შედარებით დიდია.
- კოვიდ პანდემიის დროს მუშახელის ინფიცირება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა.
- ჭარბი მუშაობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები აშშ-ში საფრთხეების საშუალოდ 27%-ს შეადგენს.
ეს სია სულ მცირე 10-ჯერ უფრო გრძელია, მაგრამ მათი სრულყოფილად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მენეჯმენტმა გაიაზროს თუ რას მოიცავს შრომის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული ნორმები. შემდეგ კი შექმნას სისტემა, რომელიც თანამშრომლებს მშვიდ გარემოს შეუქმნის.