შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა 

გახდი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დაეუფლე მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდი ნებისმიერი სპეციფიკის კომპანიაში.  

#SMG ის სასწავლო ცენტრი იწყებს წინასწარ რეგისტრაციას. 

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 3 თვე. 
  • 230 საათი. 

თეორიული ნაწილი – 133 საათი. 

პრაქტიკული ნაწილი – 97 საათი. 

 

პროგრამის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ SMG ის აკრედიტებული სერთიფიკატი. 

ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ცნობიერება და სფეროს შევმატოთ კვალიფიციური სპეციალისტები და მენეჯერები. 

სწავლების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებთ:

  • კომპანიაში Შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას; 
  • დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად; 
  • შრომის ინსპექციასთან კომუნიკაციას;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას;  სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვას; 
  • სიმაღლეზე მუშაობის მონიტორინგს და კონტროლს; 
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესებს;  
  • რისკების შეფასებას. 
  • ინსპექტირების განხორციელებას. 
  • რეკომენდაციების მომზადებას. 
  • სახელმწიფო გამოცდისთვის მომზადებას; 

პროგრამის თემები:

  1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
  2. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა
  3. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
  4. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
  5. სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
  6. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
  7. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
  8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
  9. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
  10. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
  11. ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
  12. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
  13. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
  14. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  15. შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  16. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
  17. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
  18. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
  19. ტვირთის გადატანა
  20. სიმაღლეზე მუშაობა
  21. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
  22. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
  23. პირველადი სამედიცინო დახმარება
  24. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
  25. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
  26. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
  27. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას
  28. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში

წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შანსი გახდნენ  #SMG-ის გუნდის წევრები და დასაქმდნენ გამოცდის ჩაბარებისთანავე. ასევე, სასწავლო ცენტრი ყველა გამორჩეულ სტუდენტს გაუწევს რეკომენდაციას სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების გავლის მიზნით.

სწავლის საფასური – 1500 ლარი. 

სტუდენტებისთვის – 1125 ლარი. მოქმედებს 25% იანი ფასდაკლება.  

დარეგისტრირდი მითითებულ ლინკზე და გახდით სფეროში ერთ-ერთი წამყვანი  კომპანიის კურსდამთავრებული.

https://forms.gle/CFUq6iKhg2h7J7r18

მისამართი: სანაპიროს 6. https://goo.gl/maps/s6RDuW59ZHptpcVn7 

577 20 87 87;

sales@smgroup.ge;