როგორ იქმნებოდა უსაფრთხო სამუშაო გარემო – შრომის უსაფრთხოების 200 – წლიანი ისტორია
21-ე საუკუნეში შრომის უფლებები განვითარებულ და მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც კი მეტ ნაკლებად დაცულია. ორი ასეული წელი დასჭირდა კაცობრიობას, რომ მიეღო შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონების ნუსხა, სადაც დაცული და განსაზღვრულია ადამიანის შრომითი უფლებები და მოვალეობები. მაგრამ, აქამდე მოსასვლელი გზა არ იყო მარტივი. მეტიც, ყველა კანონი და რეგულაცია დიდი კატასტროფებისა და ინციდენტების გამოძახილია.
,,სისხლით დაწერილი კანონები „ ასე უწოდებენ 200 წლიანი ისტორიის გზას, რომელიც მუდმივი ბრძოლითა და ტრაგიკული შემთხვევების ფონზე დაიწერა.
გადავხედოთ ისტორიას, როგორ დაიწყო ხალხმა საკუთარი შრომის უფლებების დასაცავად ბრძოლა.
შრომის უსაფრთხოების კანონები დროთა განმავლობაში ვითარდებოდა საზოგადოების ცვალებად საჭიროებებზე, ინდუსტრიალიზაციაზე და მშრომელთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის მნიშვნელობის მზარდი ცნობიერების საპასუხოდ.
შრომის უსაფრთხოების კანონებისთვის ბრძოლა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. მას შემდეგ , რაც ამერიკასა და ევროპაში ინდუსტრიულმა რევოლუციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა წარმოებისთვის.
ლოკალურად გაჩნდა ლეიბორისტული გაერთიანებები და შრომითი მოძრაობები, რომლებით აქტიურად აპროტესტებდნენ მუშების დამღლელ სამუშაო პირობებს, ზეგანაკვეთურ საათებს, დაბალ ხელფასს, ბავშვთა შრომასა და რა თქმა უნდა სამუშაო ადგილების უსაფრთხოებას.
სწორედ ამის საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ, მე-19 საუკუნეში მიიღო ქარხნის აქტები, რომელიც არეგულირებდა ბავშვების შრომას, სამუშაო საათების ხანგრლივობასა და ქარხნებში ადგენდა უსაფრთხოების სტანდარტებს.
მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები სსვა ინდუსტრიულ ქვეყნებშიც გაჩნდა. გაიზარდა ცნობიერება სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უკეთესი ზომების საჭიროების შესახებ. ტრაგიკულმა მოვლენამ , რომელიც 1911 წელს ნიუ-იორკში, სამკუთხედის Shirtwaist ქარხანაში 146 მუშის სიცოცხლე შეიწირა, გამოიწვია მნიშვნელოვანი შრომითი რეფორმებისა და უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ამოქმედება.
1919 წელს დაარსდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომელიც ადგენს სტანდარტებს და ხელს უწყობს სოციალურ სამართლიანობას.
დიდი დეპრესიის ეკონომიკურმა გამოწვევებმა კი აიძულა მთავრობები, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, დაენერგათ ახალი გარიგების პოლიტიკა, მათ შორის შრომითი რეფორმები და სოციალური უსაფრთხოების ქსელები.
1935 წელს მშრომელთა უფლებების დასაცავად შეიქმნა ვაგნერის აქტი აშშ-ში.
მნიშვნელოვანია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდი, როდესაც ბევრი ქვეყნისთვის პრიორიტეტი ხდება შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. იქმნება მარეგულირებელი ორგანოები, მაგალითად, 1970 წელს ამერიკაში შეიქმნა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია (OSHA), რომელიც ადგენს სამუშაო ადგილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სტანდარტებს.
სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და დაიწყეს აქტიურად საკუთარი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა.
რატომ უწოდებენ შრომის უსაფრთხოების კანონებს ,,სისხლით დაწერილს“?
200 წლიანი ისტორიის კანონები წარმოიშვა კონკრეტული კრიზისის მოგვარების ან მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის გამო. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამას წინ უძღოდა ტრაგიკული მოვლენები, კატასტროფები და არა ერთი ფატალურად დასრულებული დასაქმებულის სიცოცხლე. ამის შესანიშნავი მაგალითებია:
1. 1988 წელს, ინგლისში, ,,Piper Alpha” ნავთობის პლატფორმის კატასტროფა,, რომელმაც 167 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამის შემდეგ, ოფშორული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგულაციები შემოიღო.
2. ბოპალის გაზის ტრაგედია- ინდოეთი (1984)
ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სამრეწველო კატასტროფა, როდესაც ქიმიურ ქარხანაში გამოშვებული ტოქსიკური აირით ათასობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამ ინციდენტმა აიძულა ინდოეთის მთავრობა გაეძლიერებინა გარემოსდაცვითი და სამრეწველი უსაფრთხოების კანონები.
3. Deepwater Horizon Oil Spill Laws- 2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრამ გარემოს დაზიანება და უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გამოიწვია. ამის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შემოიღო მარეგულირებელი ცვლილებები ოფშორული ბურღვის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
4. Rana Plaza Collapse Laws- ბანგლადეში (2013)
პლაზას შენობის ჩამონგრევამ, სადაც ტანსაცმლის ქარხნები იყო განთავსებული 1100-ზე მეტი მუშის სიცოცხლე შეიწირა.
ინციდენტმა გამოიწვია სამკერვალო ინდუსტრიაში სამუშაო პირობების დეტალური გადამოწმება და უსაფრთხოების რეგულაციების გაუმჯობესების მოთხოვნა.
ეს მაგალითები ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედა ტრაგიკულმა მოვლენებმა კანონებისა და რეგულაციების შექმნაზე, რომლის მთავარი მიზანიც მომავალში ზიანის თავიდან აცილება და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.
მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდში შრომის უსაფრთხოება კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მზარდ გლობალიზაციასთან ერთად იწყება აღაირება, რომ ხალხს სჭირდება ღირსეული სამუშაო ადგილები და ამისთვის ხელშეწყობა სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
თანდათან კომპანიის წამყვანმა რგოლმაც გაიაზრა, რომ დაცული გარემო კიდევ უფრო მომგებიანია მათთვის, მაგ: ყოველი უბედური შემთხვევების დროს დახარჯული 1 დოლარი, დამატებით საშუალოდ 4 დოლარის არაპირდაპირ დანახარჯებს იწვევს.
სწორედ, ამიტომ თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სტაბილურად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოება.
SMG- შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფისთვის პრიორიტეტულია საქართველოს ორგანული კანონით მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესრულება.