როგორ გამოვიყენოთ ხელსაწყოები სწორად სამუშაო სივრცეში?
რუბრიკა-რჩევები: #SMGშენიუსაფრთხოებისთვის
როგორ გამოვიყენოთ ხელსაწყოები სწორად სამუშაო სივრცეში?
საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ და მის ქვეშ არსებული რეგლამენტები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც ყველა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თავის სამუშაო სივრცეში.
შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება მუშაობდეს უსაფრთხო გარემოში და ეს დამსაქმებელმა უპირობოდ უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ,,საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად იზრდება ხელსაწყოების არასწორი ტარებისა და შენახვით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვი.
ნებისმიერ სამუშაო სივრცეში მომუშავე პიროვნებას სჭირდება ხელსაწყოები, რომელთა სწორი გამოყენება აუცილებელი პირობაა დაზიანების თავიდან აცილებისათვის
ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შევარჩიოთ სწორად ხელსაწყოები და მისი რელევანტურად გამოყენებისთვის რომელი პირველი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სუფთა სამუშაო ადგილი
სუფთა სამუშაო ადგილის შენარჩუნება არის პირველი ნაბიჯი ხელსაწყოს უსაფრთხოდ გამოყენებისათვის.
- სამუშაო ადგილზე სველი ზედაპირი და ასევე სველი იატაკი შესაძლოა გახდეს ელექტრო გამტარები, ასევე ქმნის მოცურების და დაცემის საშიშროებას.
- დავრწმუნდეთ, რომ სამუშაო ადგილი კარგად განათებულია, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური რისკები.
ხელსაწყოს შერჩევა
ხელსაწყოს შერჩევის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
- სად უნდა გამოვიყენოთ ხელსაწყო;
- რა ძალაა საჭირო ინსტრუმენტის გამოსაყენებლად;
- განვსაზღვროთ ძალის მიმართულება, ინსტრუმენტის წონა და ხელსაწყოს გამოყენების დროის მაჩვენებელი.
ასევე, აუცილებელია ხელსაწყოებთან მუშაობის დროს ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ სამუშაოზე და არ გადავიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ინციდენტი ან სხეულის დაზიანება.
ხელსაწყოს სწორი შენახვა და ტარება
ხელსაწყოების არასწორად შენახვა და ტარება არის ყველაზე დიდი საფრთხე გამოიწვიოს დაზიანებები და უბედური შემთხვევები სამუშაო სივრცეში. სწორედ ამიტომ , აუცილებელია დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და არ უგულებელვყოთ ხელსაწყოს შენახვისას ის შესაძლო რისკ-ფაქტორები, როგორებიცაა:
- ხელსაწყოების ყუთში გახნილი დანის პირების და მჭრელი კუთხოვანების შენახვა;
- მჭრელი ინსტრუმენტების შეუფუთავი დასაწყობება;
- მცირე ზომის ინტრუმენტების ჯიბით ტარება.
დავიმახსოვროთ
ხელსაწყოების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია კონკრეტულ ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით;
- მომუშავე პერსონალი იყენებს იდს -ს კონკრეტული სამუშაოდან გამომდინარე.
- ყოველი გამოყენების წინ უნდა მოხდეს ხელსაწყოების დათვალიერება ვიზუალურ დეფექტებზე.
- დასაქმებულს გავლილი აქვს შესავალი ინსტრქტაჟი შრომის უსაფრთხოებაში.
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო.