ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება სამშენებლო სივრცეში
როდესაც სამშენებლო სექტორში მუშაობის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გვახსოვდეს იქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც არასწორი აღჭურვილობის გამო ხშირად ხდებიან ფატალური შემთხვევების მსხვერპლნი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, ათეულობით ადამიანი ზიანდება სამშენებლო სამუშაოების დროს. ეს, ძირითადად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობითაა გამოწვეული. ობიექტებზე დასაქმებულები ხშირად უგულებელყოფენ უსაფრთხოების წესებს, რაც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება კი ის მიქანიზმია, რომლის დროული და ეფექტური მოხმარება დაგვიცავს უბედური შემთხვევებისგან.
ჩაფხუტი, ყურის, სახისა და სასუნთქი სისტემის დამცავი, ხელთათმანი, სპეციალური ფეხსაცმელი,დამცავი კომბინიზონი და სიმაღლიდან ვარდნის დაცვის ქამარი- ეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უზრუნველყოფს დასაქმებულის უსაფრთხო გარემოში მუშაობის პირობებს.
.ქამარი- უზრუნველყოფს სიმაღლიდან ვარდნის დროს დასაქმებულის შეჩერებას.
.ჩაფხუტი- იცავს თავს ფიზიკურ დაზიანებებისგან.
.ხელთათმანი -დაგეხმარება ფიზიკური და თერმული დაზიანებებისგან დასაცავად. (სიცხე,ალი და სიცივე )
.ფეხსაცმელი-დაგიცავს ფიზიკური დაზიანებისგან გამოწვეული ტრამვისგან.
.სათვალე- გვიცავს მტვრისგან და ფიზიკური დაზიანებებისგან.
.ყურსასმენი- დაგიცავს მაღალი სიხშირის ხმაურით გამოწვეული სმენის გაუარესების პრობლემისგან.
.კომბინიზონი- უზრუნველყოფს დასაქმებულის მაღალ ხილვადობას.
დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დამსაქმებელი ვალდებულია ისინი აღჭურვოს ეფექტიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. უზრუნველყოს მათი სისუფთავე , ტექნიკური გამართულობა და პერიოდულად შეამოწმოს .
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებას არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. მთავრობის N477 დადგენილება.
ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ერთად შევქმნათ ჯანსაღი შრომის უსაფრთხოების კულტურა და ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლეზე.