HACCP
საქართველოს მთავრობის №173 დადგენილების მიხედვით, 2023 წლის 1 ივნისამდე საქართველოში მოქმედ სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება HACCP-ის სტანდარტის დანერგვა.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), წარმოადგენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემას, რომელიც მიმართულია კვების პროდუქტების წარმოების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციასა და მის აღმოფხვრაზე.
საქართველოში HACCP-ის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ხორციელდება. პროცესი 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ვრცელდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესოპერატორებზე.
2023 წლის 1 ინვნისამდე დანერგილი სტანდარტი შეეხება ისეთ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც შემდეგ საქმიანობას ეწევიან:
- სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;
- აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;
- ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;
- კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;
- მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;
- საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია;
- პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;
- საკონსერვო წარმოება;
- სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;
- უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;
- შაქრის, მარილის წარმოება;
- გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.
- სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ინფორმირების მიზნით, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს გამართავენ.
SMG უკვე HACCP-ის სისტემის დანერგვასა და მასთან დაკავშირებულ ყველა რელევანტური საკითხის კონსულტირებასაც გთავაზობთ. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად ბიზნესოპერატორები შეძლებენ პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილებას და მზად იქნებიან სერტიფიკაციის და სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.